27 ივლისი 2024,   03:34
ვრცლად
ეროვნულ გალერეაში თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის გამოფენა გაიხსნა

ეროვნულ გალერეაში თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის პირველი მასშტაბური გამოფენა გაიხსნა. ხელოვანის ექსპოზიციაზე, რომელიც კრისტიან დიორისთვის ხატავდა, უნიკალური ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ენახა თეატრისა და წიგნის მხატვრობა, გრაფიკა, კოლაჟები, აპლიკაციები, ესკიზები და საბავშვო მარიონეტები.

თამარი სან პაულოს თეატრის მხატვარი იყო, მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, რამდენიმე ესკიზი შექმნა ფრანგული მოდის სახლ Dior-ისთვის. ის ასევე ქმნიდა საბალეტო დადგმებს, კოსტიუმებს, ტექნიკურ დეტალებს, წერდა სცენარებს და ხატავდა დეკორაციებს.

დღის ამბები