09 ივლისი 2024,   03:35
ვრცლად
კოსტა სანიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - მასზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

მსახიობ კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის გამო დაკავებულ მამაკაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. პროკურატურა 25 წლამდე ასაკის დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს, სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ გადაწყვეტს.

რაც შეეხება დაზარალებულს, კოსტა სანიკიძის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მუცლის არეში მიყენებული ჭრილობის გამო, ახალგაზრდა მამაკაცს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

"რუსთავი2-ის" პროექტის "პრაიმ ჰაუსის" ყოფილ მონაწილეს თავს გუშინ, გამთენიისას, თავისსავე სახლში დაესხნენ. "კურიერი P.S.-ის" ინფორმაციით, სანიკიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, გიორგი გველესიანია დაკავებული.

კოსტა სანიკიძის ახლობლები ჰყვებიან, რომ დაკავებულს თავდასხმის მცდელობა ორი კვირის წინაც ჰქონდა, თუმცა მიზეზს ვერ ასახელებენ. 

 

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები