18 ივნისი 2026,   17:31
ვრცლად
ბათუმში, მოსწავლეების მიერ თანასწორობისა და ტოლერანტობის თემაზე შექმნილი ნახატებისა და პოსტერების გამოფენა გაიმართა

საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება ბათუმში - "თანასწორობის კვირეულის" ფარგლებში, გაიმართა მოსწავლეთა მიერ თანასწორობისა და ტოლერანტობის თემაზე შექმნილი ნახატებისა და პოსტერების გამოფენა.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო ინტელექტუალურ თამაშს, რომელშიც ბათუმის 5 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

ღონისძიება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს დახმარებით ჩატარდა.

 

ავტორი: ლუკა ჩანგელია

დღის ამბები