„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, დღეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სარჩევნო ბარიერის დაწევა არ განიხილება. მისიე თქმით, ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში ბარიერი 5%-ია.
"გახარიებმა" დღეს პირველად გააკეთეს სწორი განცხადება, რადგანაც მათთვის სულ ერთია, გინდ ხუთიანი ყოფილა და გინდ 15-იანი, მაინც ვერ ლახავენ ბარიერს. წელს არ ყოფილა საერთოდ ამის შესახებ მოწოდება, რადგანაც ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში მიიჩნევა, რომ სწორედ 5%-იანი ბარიერი უზრუნველყოფს პლურალიზმის და დემოკრატიის ხარისხის ბალანსის მთავარ გარანტს. აქედან გამომდინარე, არ განიხილება ბარიერის დაწევა. ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში ბარიერი 5%-ია", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.