15 ნოემბერი 2024,   22:16
ვრცლად
აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი უკრაინაში ჩავიდა

ამერიკის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა - ლოიდ ოსტინი ზელენსკის შეხვდება.

მედიის ინფორმაციით, შტატები შეეცდება, უკრაინას, ზამთრის პერიოდში, რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის გაგრძელებაში საჭირო რესურსით დაეხმაროს.

"ჩამოვედი კიევში, რათა უკრაინის ლიდერებს შევხვდე. დღეს აქ ვარ, რომ გადმოგცეთ მნიშვნელოვანი გზავნილი - შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რუსეთის აგრესიისგან გათავისუფლებისთვის, როგორც ახლა, ისე - მომავალში“, - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

დღის ამბები