15 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
ერთ მხარეს არიან ჩმორი კაცები და უზრდელი ქალები და დაალაგეს სქემა: ქალები აყენებენ „ქართული ოცნების“ მამაკაცებს შეურაცხყოფას, კაცების უმრავლესობა ხმას არ იღებს, უზრდელი ქალები პროვოკაციაზე წამოაგებენ ვიღაცას და შეურაცხყოფაზე ითხოვენ პასუხს - მდინარაძე

მმართველი გუნდის ლიდერებმა პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების დეტალები კიდევე ერთხელ განმარტეს. მათი განცხადებით ინციდენტი "ნაციონალური მოძრაობის" ქალი დეპუტატის ქმედებამ გამოიწვია, რომელმაც "ქართული ოცნების" წევრს, ლევან მგალობლიშვილს კალამი ესროლა, რასაც მგალობლიშვილის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოყვა. მათივე თქმით, პარლამენტში მსგავსი ინციდენტები ხშირად ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეუფერებელი ქცევის შედეგია.

"ჩვენი ზოგიერთი ოპოზიციონერი ქალბატონი რომ აგინებს თვითონ, მაშინ ქალი რომ არის, ავიწყდება ყველას, ანუ როცა აგინებენ თავად, მაშინ ქალები არ არიან და მერე პასუხი თუ ვინმემ დაუბრუნა, მაშინ სპეტაკი და კდემამოსილი ქალბატონები ხდებიან. ასე არ გამოვა. უნდა მიხვდნენ, რას აკეთებენ.

თვალში პასტას რომ გაარტყამ დეპუტატს, გინდა, ის კაცი იყოს, გინდა - ქალი, და რომ წამოდგება და რაღაცას მოგიღერებს, რომ მოგიშოროს, ალბათ, შეიძლება, ადეკვატურ პასუხადაც კი მივიჩნიოთ [...] თვალში პასტას რომ გაარტყამ და საშინელებას ეძახი, რომელსაც მე ვერ ვიმეორებ კამერების წინ, მერე როდესაც მოგიტრიალდებიან და პასუხს გაგცემენ, მერე ხდები ქალი და მანამდე არ ხარ ქალი?

თუ ჩვენ გენდერზე ვლაპარაკობთ, თუ ჩვენ თანასწორობაზე ვლაპარაკობთ, თვითონ რატომ გამოდიან ასეთი სექსისტური განცხადებებით, რომ ქალი როცა უნდა, არის, როცა უნდა, არ არის.

"ნაცმოძრაობის" ქალებმა სქემა დაალაგეს. არიან ერთ მხარეს ჩმორი კაცები და უზრდელი ქალები, და დაალაგეს ასეთი სქემა, რომ ქალები აყენებენ "ქართული ოცნების" მამაკაცებს შეურაცხყოფას, კაცები იქით ხმას არ იღებენ, მათი უმრავლესობა. შეიძლება ყველაზე არ ვსაუბრობდე, და ეს უზრდელი ქალები პროვოკაციაზე წამოაგებენ ვიღაცას და მერე შეურაცხყოფაზე ითხოვენ პასუხს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები