თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ნაბიჯს გადადგამს, ის იქნება პირდაპირი გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" და სააკაშვილი წარმოადგენს.
კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თავის გუნდთან ერთად არაერთი ოჯახი გააუბედურა და 9 წლის განმავლობაში ქვეყანა რეპრესიების ქვეშ ამყოფა.
"იმხელა უბედურება მოუტანა ქვეყანას 9 წლის განმავლობაში, იმხელა რეპრესიები და იმდენი გაუბედურებული ოჯახი იყო. ამ ყველაფრის შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად. თუ სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფერს გააკეთებს და გადადგამს ნაბიჯს შეწყალებასთან დაკავშირებით, ის იქნება პირდაპირ გამზიარებელი და იგივე ხაზის გამტარებელი, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" და სააკაშვილი წარმოადგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.