08 დეკემბერი 2023,   22:40
ვრცლად
არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა შეწყალება უნდა განახორციელოს, სააკაშვილმა საკუთარ ქცევებზე და დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს - მიხეილ დაუშვილი

ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნას ეხმაურებიან. ნაწილის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებით მოქმედი პრეზიდენტი ხალხის ნებას ასრულებს.

ოპოზიციის ნაწილი კი თვლის, რომ ეს ნაბიჯი სწორი არ იქნება.

"მე არ ვფიქრობ, რომ შეწყალება გასაკეთებელია, რომ პრეზიდენტმა შეწყალება უნდა განახორციელოს, ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა საკუთარ ქცევებზე და დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეწყალების შესახებ განცხადება გუშინდელ სასამართლო სხდომაზე გააკეთა.

ავტორი: მაკა გოგებაშვილი

დღის ამბები