14 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით ევროკავშირში ოქროს სტანდარტი არ არსებობს, ჩვენს წევრ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული წესები - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ეხმიანება საარჩევნო ბარიერის საკითხს, რაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მორიგი დაპირუისპირების მიზეზი გახდა.

მისი განცხადებით, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით ევროკავშირში "ოქროს სტანდარტი" არ არსებობს, რადგან "არის ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი ძალიან მაღალია, 5% და არის ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი საერთოდ არ არის".

"რაც შეეხება თავად ბარიერს. საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან სიტუაცია, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ხმები არ არის ასახული მომავალ პარლამენტში, არის შეუსაბამო. თუმცა მეორე მხრივ სიტუაცია, როდესაც გყავს ბევრი პარტია წარმოდგენილი და ძალიან რთულია წინსვლა, რადგან ზედმეტად ბევრი მრავალფეროვნებაა, ასევე არ არის სათანადო. ევროკავშირში არ არსებობს ოქროს სტანდარტი. ჩვენს წევრ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული წესები. არის ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი ძალიან მაღალია, 5 პროცენტი, არის ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი არ არის საერთოდ," - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები