05 დეკემბერი 2023,   10:28
ვრცლად
უბედური შემთხვევა კახეთში - მამაკაცს ტყეში ხე დაეცა და დაიღუპა

კახეთში უბედური შემთხვევა მოხდა -  ტყეში მამაკაცს ხე დაეცა და დაიღუპა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი შეშის დამზადებას ცდილობდა. მოჭრილი ხე წაიქცა და ის ქვეშ მოიყოლა. გარდაცვლილი უკვე საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული. 

დღის ამბები