15 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
"რაც შეძლო ჩვენმა ქვეყანამ, ძირითადად არის მათი დამსახურება" - იმერეთის რეგიონში "ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციები გრძელდება

იმერეთის რეგიონში "ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციები გრძელდება. პარტიის ლიდერებმა შეხვედრა ჭიათურაში გამართეს. კონფერენციაზე ჭიათურის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე, ასევე ბიუროს წევრები აირჩიეს.

დღესვე კონფერენცია საჩხერეში გაიმართება. შეხვედრა უკვე შედგა ხარაგაულში.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარტიის თითოეულ წევრს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ქვეყანამ მათი უშუალო მხარდაჭერით მიაღწია იმ წარმატებას, რაც გვაქვს. 

"ავირჩიეთ რაიონული ორგანიზაციების ახალია თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და ყველა მათგანს მთელი საქართველოს მასშტაბით ვუსურვებ წარმატებას. მინდა, ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს გადავუხადო უღრმესი მადლობა. რაც შეძლო ჩვენმა ქვეყანამ ძირითადად არის მათი დამსახურება, ხალხთან ერთად, რომლებიც მათ და ჩვენ გვენდობიან. რაც არ უნდა ამაყად და ღირსებით ვილაპარაკოთ, რომ არა თითოეული მათგანის უშუალო ჩართულობა, ჩვენ ამას ვერ შევძლებდით", - განაცხადა მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები