"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩმა ბარიერთან დაკავშირებით ზუსტად ისაუბრა და აქედან გამომდინარე, საქართველოს არანაირი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულება არ გვაქვს, რომ ბარიერი დაბლა დაწიოს.
მისი თქმით, პროპორციული სისტემის პირობებში, მაღალი ბარიერი ასრულებს ერთგვარი სტაბილიზატორის ფუნქციას, რაც ძალიან დიდი პლუსია.
"აბსოლუტურად ვეთანხმები ევროკავშირის ელჩს, მან აღნიშნა, რომ არის ევროკავშირის ქვეყნები, სადაც მოქმედებს მაღალი ბარიერი. მხოლოდ 4 ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც მოქმედებს 3%-იანი ან უფრო დაბალი ბარიერი. ასეთ პირობებში არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულება არ გვაქვს, რომ დაბლა დავწიოთ ბარიერი. მაღალ ბარიერს აქვს პლუსებიც და მინუსებიც. მთავარი პლუსი არის ის, რომ პროპორციული სისტემის პირობებში მაღალი ბარიერი ასრულებს ერთგვარი სტაბილიზატორი ფუნქციას. ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს სჭირდება სტაბილური განვითარება და ამისთვის არის მნიშვნელოვანი ხუთპროცენტიანი ბარიერის შენარჩუნება“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით ევროკავშირში "ოქროს სტანდარტი" არ არსებობს, რადგან "არის ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი ძალიან მაღალია, 5% და არის ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი საერთოდ არ არის".