15 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
ომის 636-ე დღე უკრაინაში ისევ რუსეთის თავდასხმების ფონზე გათენდა - რა გეგმა აქვს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს

ომის 636-ე დღე უკრაინაში ისევ რუსეთის თავდასხმების ფონზე გათენდა. ოკუპანტების სამნიზნე დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვეს საავადმყოფო გახდა. იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.

რუსეთმა დაბომბა ხარკოვისა და ხერსონის ოლქებიც. ტავდასხმების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა.

ვიტარება უკიდურესად მძიმე რჩება ფრონტზე. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რთული ბრძოლები გრძელდება ბახმუტთან, ასევე, ხარკოვის ოლქში კუპიანსკის მიმართულებით.

საბრძოლო მოქმედებების პირობებში ხვდება უკრაინა ევრომაიდნის 10 წლისთავს. დღეს კიევში ჩავიდნენ და საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მოლდოვისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა. უკრაინაში იმყოფებიან აშშ-ის და გერმანიის თავდაცვის მინისტრები.

უკრაინის პრეზიდენტმა მაიდნის მოვლენების გახსენების პარალელურად, საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტზეც ისაუბრა.

ზელენსკის პუტინის პრესსპიკერმა უპასუხა. დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინას არაფერი გამოუვა.

პოლიტიკური განცხადებების პარალელურად, უკრაინული მხარე რუსეთის დიდ სამხედრო დანაკარგებზე საუბრობს. ქვეყნის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის არმიის დაახლოებით 319 820 ჯარისკაცი დაიღუპა. საბრძოლო მდგომარეობაზე ამ დროისთვის მონაცემებს არ აქვეყნებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

დღის ამბები