09 ივლისი 2024,   01:32
ვრცლად
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს

ომი გრძელდება უკრაინაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. საჰაერო განგაში დრონებით, შესაძლო თავდასხმის გამო, რამდენიმე ოლქში ჩაირთო. მათ შორის - კიევში, სუმში, დნიპროპეტროვსკსა და ხმელენცკში. იყო აფეთქებები.

რუსულმა ძალებმა დაბომბეს ხერსონის ოლქი - დაიღუპა 1 მამაკაცი, არიან დაშავებულები.

სარაკეტო იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა ზაპოროჟიას ოლქშიც - დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას; პენტაგონმა ოფიციალურად გამოაცხადა რიგით მე-17 რამშტეინის ფორმატის შეხვედრა, რომელიც დღეს შედგება. შეხვედრა უკრაინის ძალების თავდაცვისთვის საჭირო შესაძლებლობების მიწოდებაზე იქნება ფოკუსირებული.

გერმანია უკრაინას 1 300 000 000 ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დღის ამბები