15 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით, იციან საკუთარი 1-2-3%-იანი რეიტინგები... კეთილი ინებონ, გაერთიანდნენ და ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, უკეთესი იქნება, თუ საარჩევნო ბარიერზე სპეკულაციების ნაცვლად, ერთ და ორპროცენტიანი პარტიები გაერთიანებაზე იფიქრებენ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უფრო სწორი იქნება, ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე.

"თუ ეს 1%-იანი და 2%-იანი პარტიები იფიქრებენ გაერთიანებაზე, როგორიც არის "ლელო", გახარია და ა.შ. ეს მათთვის იქნება უკეთესი. დაამთავრონ ეს სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით. კეთილი ინებონ, იციან საკუთარი რეიტინგები 1-2-3%, გაერთიანდნენ და ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე. ეს იქნება უფრო სწორი, დანარჩენი მათი საქმეა. ისინი ეწეოდნენ პირდაპირ ისეთ საქმიანობას, რომელიც იყო პირდაპირ მიმართული ამ ქვეყანაში მეორე ფრონტის გაჩაღებისკენ, უკრაინის სცენარის განვითარებისკენ და ა.შ. საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაინახა, აქედან გამომდინარე, არჩევნებზე ისინი მიიღებენ შესაბამის შედეგს. არავითარი გაერთიანება მათ არ უშველით," - ამბობს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები