"ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, პარტიაში არსებობენ პირები, რომელთაც მერკანტილური მიზნები აქვთ.
როგორც დოლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, პარტიის პოლიტიკური ელიტა მხოლოდ და მხოლოდ იმას ფიქრობს, თუ როგორ გავიდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გამსვლელ სიაში და სხვა ინტერესი მათ არ ამოძრავებთ.
"დღეს, მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილური ინტერესებია ძალიან ბევრი ადამიანის. სამწუხაროდ,დღეს გვყავს პოლიტიკური ელიტა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმას ფიქრობს, როგორ მოხვდეს გამსვლელ სიაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ოღონდ სიაში იყოს და საერთოდ არ აინტერესებს სხვა არ არაფერი, მზად არის ოპოზიციაში იყოს მთელი დარჩენილი ცხოვრება. სხვა მოტივაცია ამოძრავებთ ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გარშემო არიან, სხვა მოტივაცია მოდის საზოგადოების მხრიდან: ყველას უნდა ცვლილება, სამწუხარო ის არის, რომ ამ ცვლილებისთვის საჭირო განასხვავებენ ნიშანს დღემდე ვერ აჩენებ.
კიდევ ერთხელ ვამბობ - თითქმის ერთი წელია ნაბიჯი არ გადადგმულა იმისათვის, რომ პოზიციები [შეთანხმებული] ყოფილიყო, თორემ "ნაციონალურ მოძრაობაში" განსხვავებული აზრი სულ იყო, არ მახსენებდა ერთი დღე გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კამათი არ ყოფილიყო და ერთად არ გვემსჯელა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს რა სურათია?! ვხედავთ პარტიულ ელიტას, რომელიც ხან ერთ აეროპორტში მიემგზავრება ერთ ქვეყანაში, ხან მეორეში, ეს თუ ვინმეს ნორმალურად მიაჩნია?! ისიც მახსოვს, როგორ ემიჯნებოდნენ - ჩვენ რა კავშირი გვაქვს კეზერაშვილთანო და შემდეგ აღიარეს - პრობლემაა ეს ყველაფერი. ან ვუსწორებთ პრობლემას თვალს ან რეალურად და ვხედავთ რეალურად რა განწყობებია საზოგადოებაში ან ვიქნებით კარჩაკეტილები ჩვენ ნაჭუჭში.", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.