სიმბოლურად, "ვარდების რევოლუციიდან" 20 წლის თავზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მანიფესტი გამოაქვეყნეს.
11 პუნქტიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მანიფესტი ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას. მასში ძირითადად ზოგადი ფრაზებია გამოყენებული, თუმცა ხაზგასმით არის აღნიშნული ენმ-ის ამჟამინდელი თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირთა როლი. პარტიის ნაწილი აცხადებს, რომ ამ განცხადებით ენმ-ს ხელმძღვანელობა რეალურ პრობლემებს გაექცა.
პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს მანიფესტთან დაკაშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელია და მისი მომხრეები დოკუმეტს ხელს არ მოაწერენ, "ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელობა მათი პარტიიდან გარიცხვით იმუქრება.
"ვწუხვარ თუ აღმოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მანიფესტში უნდა იყოს ასახული რაღაც ამბები, რომელიც ხდებოდა განვლილ პერიოდში. ერთობით და იმ სულის კვეთებით, რომელიც არის მანიფესტში მოცემული, დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, რომელსაც ობიექტურად სურს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, იპოვის ადგილს და საკუთარ როლს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი დავით კირკიტაძე.
ავორი: მაია გრიგოლია