ჭიათურაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ტრაგედიით დასრულდა - არსებული ინფორმაციით, სოფელ რგანში, ერთ-ერთი მაღაზიის სარიტუალო დარბაზად გადაკეთების მცდელობის დროს, სავარაუდოდ, დაზიანდა საყრდენი კედელი, რამაც ნგრევა გამოიწვია.
ადგილზე დაიღუპა ერთი ადამიანი, მძიმე მდგომარეობაშია მეორე - ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, დაღუპული და დაშავებული მამა-შვილი არიან.