სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებს მიმართა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნის მთავარი ძალა, სწორედ ისინია არიან.
"ეს მომავალი არის ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს და რომელსაც ყველა ერთად ვეცდებით, რომ კარი გავუხსნათ. ამას ემსახურება ხელმოწერების კამპანია, რომელიც არ არის უშუალოდ პოლიტიკური კამპანია. თქვენ ხართ ამ ქვეყანაში მთავარი ძალა, რომ გადაწყვიტოთ როგორი მომავალი გინდათ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.