15 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
მოდით, ვკითხოთ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკვდინებული ახალგაზრდების ოჯახებს - არის თუ არა ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი საზეიმო თარიღი?! - ბექა ოდიშარია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებასა და მიხეილ სააკაშვილის ინიციირებულ ერთობის მანიფესტის იდეას ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რას აღნიშნავს "ნაციონალური მოძრაობა", როდესაც, მათი შეფასებით, ენმ-ის მმართველობამ ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა.

ამასთან, მმართველი გუნდის შეფასებით, ერთობის მანიფესტი პარტიაში საბოლოოდ განხეთქილებას გააფორმებს.

"აღნიშნული მანიფესტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი, მე მახსენებს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის, 1903 წლის მეორე ყრილობას, სადაც საბოლოოდ მოხდა განხეთქილება ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის. ეს გაფორმდა დიდი ხნით, ოღონდ იმ დათქმით, რომ ამ ბოლშევიკებს ნამდვილად არ "ეჭყანებათ" ხელისუფლებაში მოსვლა, რადგან "მათმა ოქტომბერმა უკვე დიდი ხანია ჩაიარა."

ნიშანდობლივია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ზეიმობს "ვარდების რევოლუციას" და არა გიორგობას. "ვარდების რევოლუციას" ჰქონდა თავისი იდეალები და ილუზიები, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი გუნდი ძალიან მალე დაშორდა და დაიწყო ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა - ადამიანების მოკვდინება, ქუჩაში დახვრეტა, ციხეებში წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი და საყოველთაო შიში, რომელიც დღემდე ახსოვს იმ თაობას. მოდით, ვკითხოთ მაშინ გირგვლიანის, მოლაშვილის, გამცემლიძისა და სხვა მრავალი ასეულობით დაღუპულისა და სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკვდინებული ახალგაზრდების ოჯახებს - არის თუ არა ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი საზეიმო თარიღი?!" - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები