09 ივლისი 2024,   02:20
ვრცლად
დუბლინში, დანით შეიარაღებულმა პირმა გამვლელები დაჭრა - დაშავებულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან

"დუბლინში მომხდარი სერიოზული ინციდენტის გამო, ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, საავადმყოფოშია გადაყვანილი“, - წერს BBC ირლანდიის პოლიციაზე დაყრდნობით.

მედიის ცნობით, ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, მოქალაქეებს ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით მიაყენეს.  

დაშავებულები არიან მამაკაცი, ქალი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი.

პოლიციამ ტერიტორია გადაკეტა - სამართალდამცველები შემთხვევის ადგილს სწავლობენ. 

დღის ამბები