26 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
"კოვიდინფიცირებულის მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე" - 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინეს

პროკურატურამ 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება წარუდგინა. საქმე, პაციენტისთვის ჩატარებულ არასათანადო მკურნალობას ეხება.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებული, კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის დიაგნოზით, საუნივერსიტეტო კლინიკაში 2021 წლის 11 აგვისტოს მოათავსეს, სადაც სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა უტარდებოდა.

აღნიშნული კლინიკის თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ცერცვაძემ, რომლის ინფორმირებითა და უშუალო ჩართულობით მკურნალობის პროცესი მიმდინარეობდა, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი არ გაითვალისწინა და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაენიშნა.

პროტოკოლის დარღვევების ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები