ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის - „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია აცხადებს, რომ რუსეთი კიევს, NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის ნაცვლად, მშვიდობას ჰპირდებოდა, თუმცა უკრაინამ სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარი თქვა.
"[უკრაინის] ნეიტრალიტეტი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ისინი მზად იყვნენ ომის დასასრულებლად, თუ ჩვენ, ფინეთის მსგავსად, ნეიტრალიტეტზე დავთანხმდებოდით და ავიღებდით ვალდებულებას, რომ ალიანსში არ გავწევრიანდებოდით. სინამდვილეში, ეს იყო მთავარი", - ამბობს არახამია.
მისივე თქმით, უკრაინა მზად იყო მოსკოვის ამ პირობის შესასრულებლად, მაგრამ სჭირდებოდა დასავლეთის გარანტიები, რომ, ამ პირობაზე დათანხმების სანაცვლოდ, რუსეთი თავს აღარ დაესხმებოდა. არახამია ამბობს, რომ, დასავლეთისგან გარანტიების მიღების ნაცვლად, გაერთიანებული სამეფოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა და თქვა, რომ, ომის თავიდან ასარიდებლად, არანაირი ხელშეკრულების დადებას არ აპირებდნენ.