15 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
"ყველა უნდა იყოს დაცული და პირველ რიგში - ქალები"- ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კვირეულს საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კვირეულს, საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და პირველ რიგში - ქალები.

საკითხზე პრეზიდენტმა გორში ისაუბრა, სადაც, ევროპული კამპანიის ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმყოფებოდა.

"დღეს იწყება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 2-კვირიანი კამპანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული საკითხია. ევროპული სტანდარტები იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და პირველ რიგში - ქალები. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ჩვენი ტრადიციებისთვის ბრძოლა,"- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 

დღის ამბები