09 ივლისი 2024,   03:06
ვრცლად
დაკანონდება თუ არა საქართველოში კრემაციის პროცესი - საკითხი საკანონმდებლო ორგანოში უნდა გადაწყდეს, შესაბამისი კანონპროექტი უკვე დაწერილია

საქართველოში ერთადერთი კრემატორიუმი 1970 წელს აშენდა და იქ ცეცხლი არასდროს დანთებულა. შენობის კარი კრემაციის მიზნით არასდროს გაღებულა.

შენობა ცარიელია, იქ ახლა მხოლოდ ფიცრები და სამშენებლო მასალაა განთავსებული. შეიძენს თუ არა ეს ადგილი ახალ სიცოცხლეს, ან გაჩნდება თუ არა სხვა კრემატორიუმი საქართველოში, რომელიც თავის ფუნქციასაც შეასრულებს, ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოში უნდა გადაწყდეს. შესაბამისი კანონპროექტი დაწერილია, ავტორი კი ხათუნა სამნიძეა.

არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, დედის სურვილი აასრულა, შემდეგ კი კანონპროექტიც დააინიცირა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოში კრემაცია შესაძლებელი იქნება, თუმცა ავტორს კოლეგების მხარდაჭერაში ეჭვი ეპარება.

ვიდრე კანონპროექტის ბედი გადაწყდება, მსურველებს შესაბამისი მომსახურების მიღება საზღვარგარეთ შეუძლიათ. სერვისს ერთ-ერთი კომპანიაც სთავაზობს. ცხედრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადასვენებაში და კრემაციაში კი მინიმუმ 6000 ლარს ითხოვენ.

სიკვდილის შემდეგ ადამიანის ცხედრის დაწვა, მართლმადიდებლური ტრადიციებისგან შორსაა.

თუ კრემაციის შესახებ კანონპროექტი საკმარის ხმებს ვერ მოაგროვებს ეს საკითხი, ამ ეტაპზე ისევ დაიხურება. 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

დღის ამბები