09 ივლისი 2024,   02:35
ვრცლად
მარიანა ბეზუგლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს
უკრაინის რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზელენსკის პარტიის წევრი, მარიანა ბეზუგლა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.
 
დეპუტატის განცხადებით, მთავარსარდალმა საომარი ვითარების ფონზე, 2024 წლის სამოქმედო გეგმა ვერ წარმოადგინა და თუ ზალუჟნის უწყება გეგმას კვლავ არ წარადგენს და მხოლოდ მეტი ადამიანის მობილიზაციის მოთხოვნით შემოიფარგლება, მაშინ ის უნდა გადადგეს.
 
მარიანა ბეზუგლა ფეისბუქზე წერს, რომ გეგმის არქონის გამო ზაფხულში სიტუაცია გამწვავდა, რადგან შეუძლებელი იყო პროცესის მართვა, რესურსების გამოყოფა სამხედრო საჭიროებებისთვის და დაუგეგმავი ხარჯებისა და გადაწყვეტილებების მიღება.
დღის ამბები