მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპასთან ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. როგორ აპირებს საქართველო ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებას - კონკრეტული სამოქმედო გეგმა სხდომის დასრულების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი.
ოპოზიციის ნაწილი პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა გარკვეული დათქმებით, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ აქცენტი 9 რეკომენდაციიდან ერთზე - არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე უნდა გაკეთდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დანარჩენ პუნქტებზე საუბარი.
"ლელო" მზად იყო და მზად არის, თუ არის მოსმენის სურვილი, ჩვენ არაერთხელ წარვადგინეთ, დავარეგისტრირეთ, მზად არის კანონპროექტები. თუ მმართველი პარტიის სურვილი იქნება, რომ ფარსი პროცესი შექმნას მხოლოდ, რა თმა უნდა, ეს ძალიან დააზიანებს ქვეყანას", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაუშვილის თმით, თუ მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება, 9 დათქმის შესრულება შესაძლებელია.
"ჩვენ თავს სადაც ვხედავთ, ეს უკვე დავაფიქსირეთ. ჩვენ თავს ვხედავთ სამუშაო ფორმატებში იმისათვის, რომ ეს 9 დათქმა შესრულდეს. აბსოლუტურად შესრულებადია ეს 9 დათქმა თუ პირველ რიგში, ამის პოლიტიკური ნება "ოცნების" მხრიდან იქნება. ამიტომ, ჯერ უნდა ვნახოთ რა პოლიტიკური ნება არსებობს და ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.