18 ოქტომბერი 2024,   07:56
ვრცლად
ეს არ არის საარჩევნო დაპირება, ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, რათა ქვეყანამ დაიბრუნოს ფუნქცია და გახდეს ძლიერი მოთამაშე - მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის მშენებლობაზე

"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, ანაკლიაში ბრიფინგი გამართა. ხაზარაძე ამბობს, რომ ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენდება, თუმცა არა “ქართული ოცნების” პირობებში, რადგან ხელისუფლებამ პროექტის მშენებლობის შეჩერებით, ათასობით სამუშაო ადგილზე, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან მოთამაშეობასა და დიდ ეკონომიკურ სარგებელზე თქვა უარი.

ხაზარაძემ პირობა დადო, რომ ამ პროექტს “ლელო” განახორციელებს, ქუთაისში საფონდო ბირჟასა და ლოჯისტიკურ ჰაბთან ერთად.

"ეს არ არის საარჩევნო დაპირება, ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, რათა ქვეყანამ დაიბრუნოს ფუნქცია და ქვეყანა გახდეს ძლიერი მოთამაშე. ამ ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს დაცვა დარაჯობს, 5 მილიონი კუბური მეტრი მიწა ამოიტუმბა და ამ დაუმთავრებელ პროექტში, დღესაც ყველაზე ღრმაწყლოვანი დაღრმავებაა საქართველოს საზღვაო შელფში გაკეთებული - 11 მეტრი. ასეთი სიღრმე არც ფოთს გააჩნია და არც ბათუმს, აქ ტერიტორია 16 მეტრამდე უნდა გაღრმავებულიყო", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები