15 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ყველა თქვენი გამოსვლა არის გაჯერებული ზიზღით, რასაც ვეღარ უძლებს ქართული საზოგადოება. გაიაზრეთ, რომ ხმა უნდა მისცეთ ყველა იმ კანონპროექტს, რომელსაც ევროკავშირში მივყავართ - მაია ბითაძე ოპოზიციას

"გაუგებარია თქვენ შიგნით რას აკეთებთ, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ დღეს ყველა თქვენი გამოსვლა არის გაჯერებული ზიზღით, რასაც ვეღარ უძლებს ქართული საზოგადოება" - ასე მიმართავს ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

"მესმის, რომ ამას აკეთებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მომდევნო საარჩევნო სიებში დაიკავოთ ადგილები, მაგრამ არის რაღაც, რასაც სამშობლო და მამულიშვილობა ჰქვია. ასე რომ, თუ თქვენ ეს გრძნობა სადმე გაქვთ ორგანიზმში, 9 ნაბიჯის მესამე პუნქტი კარგად წაიკითხეთ და გაიაზრეთ ის, რომ ხმა უნდა მისცეთ ყველა იმ კანონპროექტს, რომელსაც ევროკავშირში მივყავართ და ასევე, ფორმალურად კი არ უნდა ეცადოთ რაღაც პროცესებში ჩართვას, არამედ ხელი არ უნდა შეუშალოთ იმ გზას, რასაც ჰქვია რატიფიცირებიდან კანდიდატის სტატუსამდე და ჩვენთან ერთად იზეიმოთ 15 დეკემბერს, გაგიხარდეთ და არ შეგშურდეთ" - განაცხადა მაია ბითაძემ.

დღის ამბები