ბულგარეთმა დაადასტურა, რომ სერგეი ლავროვს ჩრდილოეთ მაკედონიაში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, საკუთარი საჰაერო სივრცის გავლის ნებართვა მისცა.
"ეს ნებართვა არ ვრცელდება მისი დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი პირები არიან," - ნათქვამია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ეუთოს შეხვედრას დაესწრებოდა, თუ ბულგარეთი მას საჰაერო სივრცეს გაუხსნიდა.