15 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
აგვისტოს ომის დროს, როცა მთავრობა გაიქცა, ხელმძღვანელებმა მიატოვეს ჯარი და მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე, სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს რუსეთს, "ჯორჯიან ეარვეისი" თავის ხალხს და ქვეყანას ემსახურებოდა - არჩილ თალაკვაძე

"ჯორჯიან ეარვეისი" გახლავთ ის კომპანია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა მაშინდელი მთავრობა გაიქცა, როდესაც ხელმძღვანელებმა მიატოვეს ჯარი და მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე, იარაღი ჩააბარეს მტერს და ამის შემდეგ, მაშინდელი ხელისუფლების ლიდერებმა სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს რუსეთს, ეს კომპანია ომის და ომის შემდეგ ურთულეს დღეებში განაგრძობდა ფუნქციონირებას და ემსახურებოდა თავის ხალხს და ქვეყანას - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს და მის ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს განსაზღვრული თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი და ეს ასახულია კონსტიტუციაში.

"ევროკავშირთან ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, ჩვენ ველით კანდიდატის სტატუსს და გადავდივართ ევროინტეგრაციის შემდეგ, ანუ გაწევრიანების ეტაპზე. ამ ფონზე კითხვის ნიშნები რა თქმა უნდა, არ რჩება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. რაც შეეხება "ჯორჯიან ეარვეისს", ეს არის კერძო კომპანია, შეგიძლიათ მათთან ნებისმიერი საკითხი გადაამოწმოთ. რაც ჩემთვის ცნობილია, „ჯორჯიან ეარვეისი“ გახლავთ ის კომპანია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა მაშინდელი მთავრობა გაიქცა, როდესაც ხელმძღვანელებმა მიატოვეს ჯარი და მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე, როდესაც იარაღი ჩააბარეს მტერს და ამის შემდეგ, მაშინდელი ხელისუფლების ლიდერებმა სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს რუსეთს, ეს კომპანია ომის და ომის შემდეგ ურთულეს დღეებში განაგრძობდა ფუნქციონირებას და ემსახურებოდა თავის ხალხს და ქვეყანას. ჩვენ, ხელისუფლებამ შეგვიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ საქართველო სანქციებთან დაკავშირებულ ყველა წესს იცავს, ჩვენი ქვეყანა არ ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები