30 დეკემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის" - თბილისში კონფერენცია გაიმართა

"ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის"- მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობით, თბილისში კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებაზე ხაზი გაესვა სოფლის მდგრადი განვითარების სფეროებს, როგორებიცაა საქართველოს რეგიონების ეკონომიკური ზრდა, სოციალური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობა.

ღონისძიება გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ.

დღის ამბები