09 ივლისი 2024,   03:04
ვრცლად
ტრაგედია თბილისში - ვაზისუბანში ცემენტმზიდი ქვეითს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

ვაზისუბანში ცემენტმზიდი ქვეითს დაეჯახა. მიღებული ტრავმის შედეგად, 65 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები