09 ივლისი 2024,   02:56
ვრცლად
17-დღიანი სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა - ინდოეთში, ჩანგრეულ გვირაბში ჩარჩენილი 41-ვე მუშა გადაარჩინეს

ინდოეთში მაშველებმა გადაარჩინეს 41 მუშა, რომელიც, 17 დღის განმავლობაში, ჰიმალაის ჩამონგრეულ გვირაბში იყო ჩარჩენილი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, - ამის შესახებ BBC წერს.

ოპერაციის წარმატებით დასრულებას გამოეხმაურა ინდოეთის პრეზიდენტი.

"შვებას ვგრძნობ და ბედნიერი ვარ იმის გაგებით, რომ უტარახანდის შტატში, გვირაბში ჩარჩენილი ყველა მუშა გადაარჩინეს. მათი 17-დღიანი ტანჯვა, როდესაც მაშველებს დაბრკოლებები ხვდებოდათ, იყო ადამიანის გამძლეობის დადასტურება. ერი მიესალმება მათ გამძლეობას და მადლიერია კრიტიკული ინფრასტრუქტურის აშენებისთვის, თუნდაც დიდი პირადი რისკის ფასად, სახლებისგან შორს. ვულოცავ სამუშაო ჯგუფებსა და ყველა ექსპერტს, რომლებიც წარმოუდგენელი სიმტკიცითა და მონდომებით მოქმედებდნენ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული სამაშველო მისიის შესასრულებლად“, - აცხადებს დრაფადი მურმუ.

გვირაბი 12 ნოემბერს ჩაინგრა. ამ დროის განმავლობაში, მუშებს საკვები, ჟანგბადი და მედიკამენტები შეუფერხებლად მიეწოდებოდათ.

დღის ამბები