09 ივლისი 2024,   04:09
ვრცლად
თბილისის საკრებულოში ევროსაბჭოს კონგრესის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

"მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" - თბილისის საკრებულოში ევროსაბჭოს კონგრესის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრას ევროპელი დიპლომატები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის სახალხო დამცველი ესწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დაეთვალიერებინათ სტენდები, რომლებზეც პროექტში მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიღწევები სამოქალაქო მონაწილეობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების კუთხით იყო წარმოდგენილი.

დღის ამბები