27 ივლისი 2024,   08:04
ვრცლად
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კაკლის გადამამუშავებელი საწარმო აშშ-ის ელჩმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კაკლის გადამამუშავებელი საწარმო აშშ-ის ელჩმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

კომპანიამ საწარმოს შესაქმნელად 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 ათასი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია.

"შპს ნათს პროცესინგი" სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით. გარდა ამისა, კომპანიამ დანადგარები და საჭირო მოწყობილობები USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით შეიძინეს. 

ამ ეტაპზე, კომპანია წარმოებულ პროდუქციას ქვეყნის შიგნით ყიდის, იგეგმება მისი ექსპორტზე გატანაც.   

 

ავტორი: მაია გრიგოლია 

დღის ამბები