27 ივლისი 2024,   03:40
ვრცლად
მინდა, მადლობა გადავუხადო ნიკოლაე ჩუკას და რუმინეთის პარლამენტის წევრებს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში რუმინეთის დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე „მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“ მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციას ეხმიანება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რუმინეთის მხარდაჭერასა და სოლიდარობას, ამ გადამწყვეტ დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო ნიკოლაე ჩუკას და რუმინეთის პარლამენტის პატივცემულ წევრებს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებით, ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერის გამოხატვისთვის. თქვენს სოლიდარობას, ამ გადამწყვეტ დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის მხარდაჭერა, ფასდაუდებელია“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

დღის ამბები