09 ივლისი 2024,   01:32
ვრცლად
იაპონიასთან ახლოს, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა - ბორტზე 8 ადამიანი იყო

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, სამხრეთ იაპონიის მახლობლად, ოკეანეში ჩამოვარდა, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, - ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი იოკოტას საჰაერო ბაზას ეკუთვნოდა და ოკინავასკენ მიფრინავდა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბორტზე მყოფი პირების სტატუსი უცნობია.

იაპონიის სანაპირო დაცვა ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ატარებს.

დღის ამბები