09 ივლისი 2024,   02:22
ვრცლად
დღეს, ისრაელის და ჰამასის შეთანხმების უკანასკნელი დღეა - როგორია მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში

წითელი ჯვრის წარმომადგენლებს დამატებით 12 მძევალი "ჰამასმა" გვიან ღამით გადასცა. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 17 - უხუცესი კი 84 წლისაა. ტერორისტულმა ორგანიზაციამ ისრაელის 10 და ტაილანდის 2 მოქალაქე გაათავისუფლა. რაფახის გამშვები-პუნქტის გადაკვეთისთანავე მძევლები ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სამხედრო ვერტმფრენებით შებას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

მძევლების გათავისუფლებით კმაყოფილია ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუ პროცესის გაგრძელებას მიესალმება თუმცა, "ჰამასს" ახსენებს, რომ პასუხისმგებლობას ტერორისტული ორგანიზაციის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ გაექცევა.

მძევლების პატიმრებზე გაცვლის შეთანხმების ფარგლებში ისრაელის ციხე კიდევ 30 მსჯავრდებულმა პალესტინელმა დატოვა. გათავისუფლებულ ბრალდებულებს ეგვიპტის გამშვებ პუნქტზე ოჯახის წევრები დახვდნენ.

ცეცხლის შეწყვეტის 6 დღიანი რეჟიმის პირობებში ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჯამში 81 მძევალი გაათავისუფლა. სანაცვლოდ, ისრაელმა პენიტენციური დაწესებულებიდან 180 პალესტინელი გამოუშვა. პროცესს დადებითად აფასებს თურქეთის პრეზიდენტი, მაგრამ, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მკაცრად აკრიტიკებს ბენიამინ ნეთანიაჰუს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დღეს ისრაელის და ჰამასის შეთანხმების უკანასკნელი დღეა. თუმცა, არ არის გამორიცხული მედიატორი ქვეყნების ჩართულობით პროცესი კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს. ისევე, როგორც ეს ორი დღის წინ მოხდა.

დღის ამბები