27 ივლისი 2024,   03:29
ვრცლად
"საქართველოს არჩევანი" - მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი საერთაშორისო კონფერენციას მართავს

"საქართველოს არჩევანი" - მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი საერთაშორისო კონფერენციას მართავს. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა - პოლარიზაცია, ეროვნული თანხმობის მნიშვნელობა, ქართული დიასპორა და პოლიტიკოს ქალთა მიმართ ძალადობა.

მისი განცხადებით, ქართული პოლიტიკური სპექტრი პოლარიზებულია და პარტიები ეროვნულ თანხმობას უნდა დაუბრუნდნენ. 

"არსებობს ეროვნული თანხმობა, რომელიც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. ყოველდღე უნდათ, რომ გვაჩვენონ, რამდენად პოლარიზებულია პოლიტიკური სპექტრი. არის პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ ამის უკან დგას საზოგადოება, რომელიც არის გაერთიანებული მთავარ საკითხებზე. მე მინდა ჩემი შვილებისთვის და მომავლისთვის ევროპა და მე არ მინდა რუსეთი. დიასპორასთან მეც ამ კამპანიის ფარგლებში მექნება ურთიერთობა და, 10 დეკემბერს, ვაპირებ, რომ სხვადასხვა დედაქალაქის ჯგუფებთან გავმართოთ სკაიპით შეხვედრა. მთავარი არის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ის ადგილები, სადაც არჩევნებში შეგიძლია მონაწილეობა მიიღო. არ შეიძლება, რომ იყოს მხოლოდ ერთი ცენტრი საელჩოში, უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბანი, მით უმეტეს - დიდ ქვეყნებში,“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.

დღის ამბები