08 სექტემბერი 2024,   04:20
ვრცლად
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები მედიკოსთა უფლებების დაცვას მოითხოვენ. მათ დღეს ერთობლივი განცხადება კლინიკის ეზოში გააკეთეს. მათი განცხადებით, თითქმის ერთი წელია, რაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია. საუბარია 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, რის გამოც თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება აქვს წარდგენილი.

ექიმები ამბობენ, რომ არ არის დაცული უდანაშაულობის პრეზუმფცია. მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცედენტოა პრაქტიკა, როცა სამედიცინო სფეროში განვითარებული გართულებების თუ ლეტალური შემთხვევების დროს, ხდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.

დღის ამბები