15 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ქალბატონი სალომე ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს დაესხა თავს, შემდეგ - პარლამენტის წევრებს, ახლა კი აკადემიურ დაწესებულებას ესხმის თავს - ის გასულია, როგორც კონსტიტუციური, ისე ეთიკური ჩარჩოებიდან - პაპუაშვილი

პრეზიდენტის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერონ მის მიერ ინიცირებულ პეტიციას. სალომე ზურაბიშვილმა მისი ინიციატივით დაწყებულ კამპანიაზე "ჩვენი ხმა ევროპას" ისაუბრა და თქვა, რომ პოლიტიკა და სახელმწიფო ინტერესები სხვადასხვა თემებია და ის ყველა სივრცეში თავისუფალი უნდა იყოს.

ზურაბიშვილმა განცხადება მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა, რის მერეც უნივერსიტეტთან მივიდა და სტუდენტებს გაესაუბრა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციურ ჩარჩოებს ცდება.

"ქალბატონმა სალომემ კონსტიტუცია დაარღვია და თავს დაესხა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც უმაღლესი ორგანოა. თავს დაესხა საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებმაც მისი იმპიჩმენტის საფუძვლების დადგენის მოთხოვნით მიმართეს საკონსტიტუციოს, ახლა თავს დაესხა აკადემიურ დაწესებულებას, სალომე ზურაბიშვილი გასულია, როგორც კონსტიტუციური, ასევე ეთიკური ჩარჩოებიდან და მე სერიოზულად ვერ აღვიქვამ მის განცხადებას,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები