04 მარტი 2024,   21:18
ვრცლად
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის რეკომენდაციაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე. კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმართ უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.

დღის ამბები