15 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
როცა სასამართლოს სისტემა და მეც, როგორც რიგითი მოსამართლე მივიღებ ბოდიშს იმ საზოგადოებისგან, ვინც ეს ტალღა ააგორა, შემდეგ გაეცემა პასუხი კითხვას - ნინო ქადაგიძე მოსამართლეების სანქცირებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ დაწესებულ სავიზო შეზღუდვას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ნინო ქადაგიძეს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, ამერიკის მხრიდან სანქცირებული ერთ-ერთი მოსამართლის, ლევან მურუსიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ის სანქცირების ნაწილში 100%-ით მართალია.

"როცა მოსამართლეების დემონიზების ტალღის გამო ბოდიშს მივიღებთ, შემდეგ გიპასუხებთ" - განუცხადა მედიას ქადაგიძემ.

"ცალსახად ყველა იმ საქმეზე, რომლის გარშემოც ატეხილი იყო აჟიოტაჟი, რომლის საფუძველზეც მოხდა ქართული მართლმსაჯულების და მოსამართლეების დემონიზირება, ყველა ამ საქმემ გაიარა უმაღლესი სამართლებრივი კონტროლი ევროსასამართლოში. ყველა ეს საქმე დამთავრდა საქართველოს სასარგებლოდ, ამიტომ, როცა სასამართლოს სისტემა და მათ შორის მეც, როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოსამართლე, მივიღებ ბოდიშს იმ საზოგადოებისგან, ვინც ეს ტალღა ააგორა, ამის შემდეგ იქნება პასუხი იმ კითხვაზე, რაც თქვენ დასვით - არის თუ არა 100% მართალი ქართველი მოსამართლე, როცა მის სანქცირებაზე ხდება საუბარი.

შტატების დეპარტამენტი ბუნებრივია ბოდიშს არ მოიხდის, მაგრამ ველოდებით შესაბამის მტკიცებულებებს, თუ მათ სურვილი ექნებათ და თუ თვლიან, რომ ეს ინფორმაცია არის მართალი და ემყარება შესაბამის მტკიცებულებებს, შესაბამის საფუძველს, მაშინ ეს მტკიცებულებები წარმოდგენილი უნდა იქნეს იმიტომ, რომ ჩვენმა ქვეყანამ 1937 წელს გაიარა აღქმებზე და განცდებზე დაფუძნებული მართლმსაჯუელბა. ჩვენ ვეფუძნებით მხოლოდ მტკიცებულებებს და მტკიცებულება გახდება საფუძველი ნებისმიერი არა თუ მოსამართლის, საქართველოს მოქალაქის პასუხისმგებლობის საფუძველი," - აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე.

დღის ამბები