27 ივლისი 2024,   04:09
ვრცლად
"გვამი მთელი ღამის განმავლობაში გარეთ ეგდო, სავარაუდოდ, ცხოველებმაც მოახდინეს მასზე ზემოქმედება - გარშემო შემოჭმული ჰქონდა ჭრილობები" - მეზობელი ქალის ნაჯახით მკვლელობის საქმეზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა

წალკის რაიონის სოფელ ბედიანში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. 53 წლის ეკა გულაშვილი სასიკვდილოდ მეზობელმა და თანამშრომელმა გაიმეტა.

დაკავებულმა დღეს დუმილის უფლება გამოიყენა და დანაშაულის დეტალებზე არაფერი თქვა. მისი ადვოკატი კი, მთელი პროცესის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მამაკაცი დანაშაულის ჩადენის მომენტში თავს იცავდა. დაცვის მხარე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

პროკურორმა განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მყარი სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა. მან "კურიერთან" იმაზეც ისაუბრა, თუ რა გარემოებაში იპოვეს მოკლული ქალის ცხედარი.

"მოკლული ქალბატონის, ეკატერინე გულაშვილის გვამი ნანახი იქნა ბრალდებულ ვოსკან ვოსკანიანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე - ფაქტობრივად, ჭიშკრის წინ. ქალბატონი იყო მოკლული. თავის არეში, ნაჯახით, მიყენებული ჰქონდა მრავლობითი დაზიანებები. ვინაიდან, მთელი ღამის განმავლობაში, გვამი ეგდო ვოსკან ვოსკანიანის საცხოვრებელი სახლის წინ, სავარაუდოდ, ცხოველებმაც მოახდინეს მასზე ზემოქმედება - გარშემო შემოჭმული ჰქონდა ჭრილობები“, - განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.

 

დღის ამბები