საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, დისკუსია გაიმართა კახეთში.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დიპლომატებთან არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა შედგა.
"მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს მათი ძალისხმევისთვის. კვლავაც ველოდებით მათგან ინტენსიურ პარტნიორობას და თანამშრომლობას"– წერს პირველი კანონმდებელი სოციალურ ქსელში.