"ხაბეიშვილი რაც არის კი ხედავთ "ქურქუმალვაითი" - ადამიანმა ისე დაიყენა საქმე, რომ არა მხოლოდ ქართველი ხალხი, რომელიც მას ვერ იგუებს და ვერ იტანს კიდეც, საკუთარ პარტიაში ვეღარ ეგუებიან, ნახევარი პარტია აუჯანყდა და მის გადაყენებას მოითხოვენ. იმდენად შეაძულა ხალხს თავი, რომ თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას ითხოვენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ეს ბუნებრივია, ზურგის ქარი მისურვებია მათთვის ამ გზაზე", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი კი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა დიქტატორული მართვის პრინციპებზე იყო დაფუძნებული, რაც ახლაც არ შეცვლილა.
"ეს ე.წ პარტია შექმნის დღიდან, დიქტატორულ მმართველობაზე იყო დაფუძნებული. ვფიქრობ, მოდელი არ შეცვლილა. ახლა დარჩენილ თანამებრძოლებს, ვისაც თვლის, რომ აუმხედრდნენ და მის მოსაზრებებს ბოლომდე არ იზიარებენ, ახლა დადგა მათი განადგურების დრო და ახლა ამით არის დაკავებული, მოახლოებული არჩევნების წინ", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.