"გირჩის" წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს დაესწრება.
მისი განმარტებით, ის იტყვის მართლა სამუშაოდ იკრიბება ეს ჯგუფი, თუ უბრალოდ, მოფერებით ეძახიან სამუშაო შეხვედრას.
"არ ვიცი სამუშაო ჯგუფი საერთოდ იმუშავებს თუ არა, მაგრამ რასაც სამუშაო ჯგუფს დაარქმევენ, მე იმ შეხვედრას დავესწრები. ამბავს გამოვიტან და გეტყვით, მართლა სამუშაო შეხვედრაა ეს თუ, როგორ ადრე გითხარით, მოფერებით ეძახიან სამუშაო შეხვედრას", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.