პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, 15 დეკემბრამდე ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეეცდება ხელის შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და სირთულეები შეუქმნას ქვეყანას.
მისი თქმით, დესტრუქციის და საბოტაჟის სტრატეგია ოპოზიციის მხრიდან, მომავალშიც მოსალოდნელია.
"წინა საარჩევნო პერიოდში ისაუბრებენ ყველაფერზე, გამოიყენებენ სიტყვა - დათქმას, გამოიყენებენ პირობას და ეცდებიან, რომ 15 დეკემბრამდე, იქნებ კიდევ რაიმე სირთულე შეუქმნან სახელმწიფოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის სტრატეგიული ამოცანა და მის უკან იმაზე ლაპარაკი, რომ ისინი არ იყვნენ ჩართულები გეგმის შემუშავებაში, აბსოლუტურად უსაფუძვლო და ჰაერიდან მოტანილი მიზეზია, რომელიც მათ არასდროს არ გამოელევათ. ვფიქრობ, მომავალშიც იქნება დესტრუქციული საბოტაჟის სტრატეგია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.