05 ივლისი 2024,   23:39
ვრცლად
სტეიკის დანით ჩადენილი სასტიკი დანაშაული - ნიუ-იორკში კაცმა ნათესავების ოჯახის 4 წევრი მოკლა, მათგან 2 ბავშვია

ნიუ-იორკში, ქუინსში, კაცმა, სტეიკის დანით, ნათესავების ოჯახის ოთხი წევრი, მათ შორის - 12 წლის ბიჭი და 11 წლის გოგო მოკლა, რის შემდეგაც მათი სახლის დაწვა სცადა, - ამის შესახებ BBC წერს.

911-ში ზარი, ადგილობრივი დროით, 05:10 საათზე შევიდა. "ახალგაზრდა ქალმა განაცხადა, რომ ბიძაშვილი მისი ოჯახის წევრებს კლავდა", - განაცხადეს პოლიციის ბრიფინგზე. 

ადგილზე ორი სამართალდამცველი გამოცხადდა, თუმცა კაცი მათაც დაესხა თავს - ერთი პოლიციელი კისრისა და გულ-მკერდის, მეორე კი თავის არეში დაჭრა, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა პოლიციელმა მას ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა.

შემთხვევას ერთადერთი გადარჩენილი ჰყავს - ამავე ოჯახის წევრი 61 წლის ქალი. ის დაჭრილია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 39 წლის კორტნი გორდონია, რომელიც, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, ადრე დაკავებული იყო.

 

დღის ამბები